ბექა დავითულიანი: ოპოზიციას სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ რეალური კომპრომისული ნაბიჯები გადმოდგას
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციას კომპრომისის გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს.
დავითულიანი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობას იგრძნობს და შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს.
„კონტექსტიდან გამომდინარე, ვინაიდან მთელი დასავლური სამყარო მოუწოდებს ოპოზიციას და ეუბნება – შედი პარლამენტში, არჩევნები არ გაყალბებულა, ამასთან საზოგადოების მხარდაჭერა ოპოზიციის ამ მოთხოვნებს არ აქვს, ოპოზიციას სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ გადმოდგას რეალური კომპრომისული ნაბიჯები და მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ გაასაღოს კომპრომისად. შესაბამისად, იმედი მაქვს, ამ პასუხისმგებლობას იგრძნობენ და შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამენ”, – განაცხადა დავითულიანმა.