კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხვდება.
„ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე, პარტიის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე და პარტიის წევრი – შალვა პაპუაშვილი.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. დანიელსონი დღეს დილით შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.