ვლადიმერ ბოჟაძე: მიხეილ სააკაშვილი გინდათ, პოლიტიკურ პროცესში დააბრუნოთ, გარეთ კუბილისიუსი და შიგნით გვარამიას აღსარებები ამ მიზანს ემსახურება – არ გამოგივათ, მეგობრებო

“მიხეილ სააკაშვილი გინდათ, პოლიტიკურ პროცესში დააბრუნოთ? გარეთ კუბილისიუსი და შიგნით გვარამიას აღსარებები ამ მიზანს ემსახურება? არ გამოგივათ”, – ამის შესახებ ,,სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების“ ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმი საკუთარ ხალხს ებრძოდა და არა – რომელიმე პარტიას ან პოლიტიკოსს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მთავარი იდეოლოგიური რუპორი, ნიკა გვარამია გაქცეული პრეზიდენტის, ჰალსტუხჭამია უმაღლესი მთავარსარდლისა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული/მსჯავრდებული სააკაშვილის ,,გათეთრების” პროცესი იწყებს. გირგვლიანის, გელაშვილის, 7 ნოემბრის, 26 მაისის და 9 000 000 ლარის გაფლანგავი მიხეილ სააკაშვილი გინდათ პოლიტიკურ პროცესში დააბრუნოთ? გარეთ კუბილისიუსი და შიგნით გვარამიას აღსარებები ამ მიზანს ემსახურება? არ გამოგივათ, პატივცემულებო, არა!  სააკაშვილის რეჟიმი საკუთარ ხალხს ებრძოდა და არა – რომელიმე პარტიას ან პოლიტიკოსს.

ქართველი ხალხი გიგებდათ, გიგებთ და კიდევ მრავალი წელი მოგიგებთ ნებისმიერი დონის არჩევნებს… ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებით, ეს ძალიან კარგად იცით, რევოლუციით? ვერც რევოლუციას ეღირსებით! ჩამოვიდეს ეგ თქვენი გაგცეული ბედოვლათი, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი პრეზიდენტი, ჩაჯდეს ციხეში, მოიხადოს სასჯელი, მოინანიოს ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულები და ამის მერე გადაწყვეტს ამომრჩეველი არის თუ არა მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში. მურტალოსი არ იყოს, მეთოდები დაგიძველდათ მეგობრებო, მოლაპარაკების გზით მიშას ,,გაპრავება,, არასდროს გამოგივათ, არასდროს“, – წერს ბოჟაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები