ირაკლი ღარიბაშვილი: გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ეს პანდემია დავძლიოთ, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ და ძალიან ინტენსიურად უნდა შევიდეთ ამ ფაზაში, მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ ნიღბის ტარება

“ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ეს პანდემია დავძლიოთ, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ, ძალიან ინტენსიურად უნდა შევიდეთ ამ ფაზაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველამ ის მარტივი წესი, რაც არის ამ პანდემიის პრევენციისთვის აუცილებელი – ნიღბის ტარება – უნდა დავიცვათ. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგიწოდოთ ნიღბის ტარება”, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პანდემიის მესამე ტალღას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა სიტუაციისა და ფაქტორის გათვალისწინებით, მთავრობამ ხელი შეუწყო ეკონომიკის გახსნას.

„ჩვენ კოვიდ-პანდემიას და მიმდინარე დინამიკას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა სიტუაციისა და ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკის გახსნას შევუწყეთ ხელი და დავიწყეთ ეს პროცესი, რესტორნების გახსნა, ბიზნესის გახსნა”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები