სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობისა და ვადაგასული ხორცი დალუქა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
24-25 მარტს დედაქალაქის მასშტაბით 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ, – მათივე ცნობით, გაურკვეველი წარმომავლობის (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507კგ. ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა: ი/მ – (მის: ფიფიას ქ.17) – 147. კგ ვადაგასული ხორცი · შპს „ისთანბულ” ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) – 340 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ.-მდე ვადაგასული ხორცი · შპს „სანდრო” (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) – 100 კგ.-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი · შპს „ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები” (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) – 50 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და დაექვემდებარება განადგურებას. ასევე, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს – შპს „ნიკორას” (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იგივე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან”) და შპს.”ინას” (ს.კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5). სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. მიმდინარე წელს განხორციელდა 1048 სახელმწიფო კონტროლი და სხვადასხვა დარღვევისთვის 104 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.