მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიციას არ უჭერს ჩვენი მოსახლეობა მხარს და ნებისმიერ, რაღაც მიზეზს ეძებენ, როგორმე ჩვენი საზოგადოების განაწყენებული ნაწილი გარეთ გამოიყვანონ და აქციის სახით მოახერხონ რიგგარეშე არჩევნები

“ოპოზიციას არ უჭერს ჩვენი მოსახლეობა მხარს და ნებისმიერ, რაღაც მიზეზს ეძებენ, როგორმე ჩვენი საზოგადოების განაწყენებული ნაწილი გარეთ გამოიყვანონ და აქციის სახით მოახერხონ რიგგარეშე არჩევნები”, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებისთვის ხელისუფლება მზად არის, მათ შორის, კომპრომისისთვის.

„მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. ყველაფერი მიღწევადია, თუ იქნება დაყრდნობილი სამართლიანობაზე. თუ ჩვენ ჩავატარებთ ხელახალ არჩევნებს ისე, რომ საფუძველი არ არის და მიზეზი არ არსებობს ამის, მაშინ ყველა ძალას შემდეგ ეტაპზე ექნება შანსი, მოითხოვოს ხელახალი არჩევნები. რა თქმა უნდა, მცირე სახის დარღვევები არსებობდა, მაგრამ მთავარია, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი, სამართლიანი იყო და ყველა აღიარებს. შესაბამისად, შეუძლებელია, გადახედილი იყოს არჩევნების შედეგი. ამიტომ, კომპრომისისთვის ყოველთვის მზად ვართ. საარჩევნო სისტემის რეფორმებისთვისაც მზად ვართ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას, კანონის უზენაესობას და ამის მიხედვით იქნება ჩვენი საუბარი.

ერთადერთი რამ აღელვებთ, რომ მათ არ უჭერს ჩვენი მოსახლეობა მხარს და ნებისმიერ, რაღაც მიზეზს ეძებენ, როგორმე ჩვენი საზოგადოების განაწყენებული ნაწილი გარეთ გამოიყვანონ და აქციის სახით მოახერხონ რიგგარეშე არჩევნები. სათვალავშიც არ არის, მერამდენედ ხდება აქციების დაანონსება, თუ იკრიბებიან, ძალიან მცირე ნაწილია ადამიანების, ან ინფორმაცია აქვთ, რომ ხალხი არ გამოდის და აქციას გადადებენ ხოლმე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები