მამუკა ხაზარაძე: თუ ყველა პუნქტი არ შეთანხმდა, ცალ-ცალკე პერსპექტივა არანაირ ინიციატივას არ აქვს

,,ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი და, ყველა პუნქტის შეთანხმების გარეშე, ცალ-ცალკე პერსპექტივა არანაირ ინიციატივას არ აქვს.

„თუ ყველა პუნქტი არ შეთანხმდა, ცალ-ცალკე პერსპექტივა არანაირ ინიციატივას არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების თემა და უამრავი სხვა საკითხი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში დაინიცირდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები