აშშ-ში პირველად, ტრანსგენდერი ქალი სახელმწიფო თანამდებობაზე დაინიშნა

აშშ-ის სენატმა პენსილვანიის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რეიჩელ ლევინი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწედ დაამტკიცა.

ლევინი პირველი ფედერალური ჩინოვნიკი გახდა, რომელიც არის ღია ტრანსგენდერი და  სენატის მიერ იქნა დამტკიცებული.

ლევინი პენსილვანიის ჯანდაცვის დეპარტამენტს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა და შტატის საჯარო ფიგურა გახდა პანდემიაზე რეაგირების გამო. მოსალოდნელია, რომ მას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჯანდაცვის უწყების პროგრამების კურირება მოუწევს.

ტრანსგენდერების უფლებათა დამცველი აქტივისტები ლევინის დანიშვნას მიესალმნენ და მომხდარს ,,ისტორიული გარღვევა,, უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები