ირაკლი ქადაგიშვილი: კომპრომისი პოზიციების დაახლოებას ნიშნავს და არა იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება დათმოს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, “კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, ეს უნდა გაიგოს მმართველმა პარტიამაც და ოპოზიციამაც”.

ქადაგიშვილის თქმით, კომპრომისი პოზიციების დაახლოებას ნიშნავს და არა იმას, რომ მმართველმა გუნდმა ხელისუფლება დათმოს.

“თუ საუბარია იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება უნდა დათმოს – ეს არ არის კომპრომისი იმ მილიონ ამომრჩეველთან, რომელმაც ჩვენ მხარი დაგვიჭირა. კომპრომისი ნიშნავს პოზიციების დაახლოებას და არა იმას, რომ შენ დათმო ყველაფერი, ის მანდატი, რაც ხალხმა მოგანიჭა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები