პაატა მანჯგალაძე – აშშ-ის სენატის გზავნილებზე: ძირითადი განცხადებები იყო საქართველოს მხარდამჭერი, ჩვენ მზად ვართ შეთანხმებისთვის – ახლაც ვთავაზობთ “ქართულ ოცნებას”, გადმოდგას გონივრული ნაბიჯები

“სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი, პაატა მანჯგალაძე საქართველოს შესახებ აშშ-ის სენატში გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შეთანხმება სჭირდება, რათა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ყველა ერთად გადაერთოს.

“ძირითადი განცხადება იყო საქართველოს მხარდამჭერი და სწორედ ამ სულისკვეთებითა და მოტივაციით ჩვენ მზად ვართ შეთანხმებისთვის და ახლაც ვთავაზობთ “ქართულ ოცნებას”, გადმოდგას გონივრული ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს არ აქვს გრძელვადიანად კრიზისის შენარჩუნების ფუფუნება. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება, რომ ყველა ერთად გადავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები