კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ ცალსახად აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, კონკურენტული და შესაბამისად, აკმაყოფილებდა დემოკრატიის სტანდარტებს.
„ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციასა და ჩვენს საზოგადოებას უთხრა ცალსახად, რომ „ქართული ოცნება” 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და ამ კურსისთვის არასდროს გადაუხვევია.
ეუთო/ოდირ-ისა და ყველა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, კონკურენტული და შესაბამისად აკმაყოფილებდა დემოკრატიის სტანდარტებს. ამას არ ვამბობ მე და არც ჩემი გუნდის რომელიმე წევრი, ეს ითქვა ამერიკული მხარის მიერ. თუკი არ გვინდა, ვიყოთ ბრმები და გვინდა, დავინახოთ რეალობა, ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა წულუკიანმა.