აშშ-ის საელჩო: პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება
საქართველოში აშშ-ის საელჩო ხურვალეთელი დათა ვანიშვილის ხსოვნას პატივს მიაგებს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, დათა ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება.
,,პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დათა ვანიშვილი ოკუპირებულ მიწაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს. 2014 წელს ის ოკუპანტებმა იმის გამო დააკავეს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად იყო გადმოსული. მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სახლი არ მიატოვა და, მეუღლესთან ერთად, იქ განაგრძო ცხოვრება. დათა ვანიშვილი ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.