სერგი კაპანაძე: გიორგი გახარიასა და მასთან დაახლოებულ ადამიანებს ძალიან ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით

“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, მათ შორის, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ ბევრ პრობლემაზე პასუხისმგებელი საქართველოს ყოფილი პრემიერია.

“გიორგი გახარიასა და მასთან დაახლოებულ ადამიანებს ძალიან ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი. მათ შორის, 20 ივნისთან, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ პრობლემაზე, რომელიც ამ ქვეყანაში არის, პირადად არის პასუხისმგებელი ასევე ბატონი გახარია. თუ მას უნდა პოლიტიკაში დარჩენა, აუცილებლად მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა”, – აღნიშნა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, არც პოლიტიკიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები