ირაკლი ზარქუა – გახარიაზე: გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, მისი კრიტიკული ხედვა ალბათ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვისაც და პირადად ჩემთვისაც

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

ზარქუას შეფასებით, გახარია ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო და მისი კრიტიკული ხედვა საინტერესოა.

“ჩვენ ისეთი საპარლამენტო გარემო გვაქვს, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, შექმნას პარტია, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს. პირადად ჩემთვის მისასალმებელია, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც ქართულ ინტერესებს დაიცვას მაქსიმალურად და არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ჭიდილი. ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა, ალბათ, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვისაც და პირადად ჩემთვისაც”, – აღნიშნა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები