გურამ მაჭარაშვილი – გახარიას განცხადებაზე: ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც სურთ, ქართულ პოლიტიკაში ყოფნა, სიამოვნებით შევხვდებით

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

მაჭარაშვილის თქმითვე, “ქართული ოცნების” კონკურენტი ქვეყანაში არსებული გამოწვევებია – სხვა არაფერი.

“ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც სურს, რომ ქართულ პოლიტიკაში მიიღოს მონაწილეობა, სიამოვნებით შევხვდებით, რა თქმა უნდა, თუკი ეს იქნება მისი პირადი გადაწყვეტილება. “ოცნებისთვის” კონკურენტია ის გამოწვევები, რაც ქვეყანაშია, მეტი სხვა არაფერი”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები