საქართველოში აშშ-ის საელჩო ნოვრუზ ბაირამს ულოცავს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს
საქართველოში აშშ-ის საელჩო ნოვრუზ ბაირამს ულოცავს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს.
“აშშ-ის საელჩო საქართველოში ბედნიერ ნოვრუზს უსურვებს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს.
2010 წელს გაერომ პირველად გამოაცხადა ნოვრუზის საერთაშორისო დღე, როგორც განახლების დღესასწაული, რომელსაც მსოფლიოს გარშემო ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ. ნოვრუზი ნიშნავს ახალ დღეს და გაზაფხულის დაწყების დღესასწაულია.
ფესტივალი იწყება სახლის საგაზაფხულო დასუფთავებით და გრძელდება განსაკუთრებული საკვებითა და შეკრებებით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად”,- ნათქვამია მისალოც წერილში.