ხობში ახალგაზრდობის პოლიტიკის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, “მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმაში მონაწილე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე – მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
“მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის” რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერებას, ადამიანური რესურსის გადამზადებას, ახალგაზრდული საჭიროებების შესწავლასა და მასზე დაფუძნებით სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შექმნას.
,,ახალგაზრდობის სააგენტო“ საქართველოს რეგიონებში აქტიურად მუშაობს მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიმართულებით.
სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს – „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების“ ქვეპროგრამას, რომელიც ბენეფიციარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი სპეციალისტების ახალგაზრდობის კოორდინატორებად გადამზადებას და ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნა/რევიზიას ითვალისწინებს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.