ლევან რატიანი – მედიკოსზე: ჩვენდა სამწუხაროდ, შესაძლებელია, გულის გაჩერებით დასრულდეს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი მედდის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, გულის გაჩერებით დასრულდეს.
,,პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია როგორც ანამნეზიდან ირკვევა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა. მაგრამ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ აღინიშნება. ნებისმიერ დროს, ჩვენდა სამწუხაროდ, შესაძლებელია, გულის გაჩერებით დასრულდეს”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს.