საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 796 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 626 გამოჯანმრთელდა, 3 683 კი, გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 242 პაციენტი.