იენს სტოლტენბერგი: ნატო მოელის, რომ საქართველოში პოლიტიკური განსხვავებები დიალოგის გზით გადაიჭრება
“ნატო-ს აღელვებს ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში და მოელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიემხრობა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა და პოლიტიკური განსხვავებები დიალოგის გზით გადაიჭრება”, – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერმინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ნატო მხარს უჭერს მედიაციის პროცესს, რომელსაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ, ოპოზიციასთან იმუშაოთ, რომ თანამშრომლობისთვის საერთო საფუძველი ნახოთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ელჩებისა და ევროკომისრების თანდასწრებით. საქართველო ჩვენთვის ნამდვილად ფასეული პარტნიორია და ვაფასებთ ამ პოლიტიკურ პარტნიორობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.