მაია ბითაძე: სამარცხვინოა, საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც დახმარებას ცდილობენ, ბრალი დასდო და გააკრიტიკო

“სამარცხვინოა, საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც დახმარებას ცდილობენ, ბრალი დასდო და გააკრიტიკო”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ საერთაშორისო პარტნიორები არ აჟღერებენ იმას, რაც ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, მათი შეურაცხყოფა ხდება.

„ძალიან უხერხულია, რომ ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების ჩართვა გვიწევს იმისთვის, რომ ოპოზიციამ ირწმუნოს ის, რაც ისედაც ცნობილი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თუ საერთაშორისო პარტნიორები არ აჟღერებენ იმას, რაც ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, მათი შეურაცხყოფა ხდება. ძალიან სამარცხვინო სიუჟეტები გვახსოვს, სადაც არა მხოლოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არამედ კონკრეტული ადამიანები იყვნენ გაკრიტიკებული და ბრალდებულნი ისეთ საქმიანობაში, რაც ძალიან სამარცხვინოა იმ ადამიანებს დააბრალო, რომლებიც შენს სამშობლოში იმყოფებიან, რათა დაგეხმარონ, გაგაძლიერონ ინსტიტუციურად, გამართონ დემოკრატიული პროცესები და ხელი შეგიწყონ იმაში, რაშიც ხელს არ უწყობს ქვეყანას ოპოზიცია“, – აცხადებს ბითაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები