“ნაცმოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ოფისს იარაღიდან ესროლეს და ნიკა მელიას ბანერი დააზიანეს
“ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის წარმომადგენლის, სალომე სიგუას ინფორმაციით, პარტიის ოფისს იარაღიდან ესროლეს.
როგორც სიგუა სოციალურ ქსელში წერს, სროლის შედეგად ნიკა მელიას ბანერია დაზიანებული.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ოფისს იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე გასროლის კვალი ეტყობა ნიკა მელიას, აი, ამ ბანერს. გასროლა თეთრი “ქამრიდან” მოხდა”, – წერს სიგუა.