ზაალ უდუმაშვილი: ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ განცხადებები, რომელიც ნამდვილად არ იყო სასიამოვნო და მოლაპარაკების პროცესს არ წაადგება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკების პროცესს არ წაადგება.

„ჯერჯერობით, ვერაფერს ვიტყვი, ვიდრე არ იქნება ოპოზიციის შეხვედრა ბატონ დანიელსონთან. ალბათ, მაშინ გაირკვევა ზუსტად ხელისუფლების გეგმებიც. მოვისმინეთ განცხადებები, რომელიც ნამდვილად არ იყო სასიამოვნო და ნამდვილად არ წაადგება მოლაპარაკების პროცესს, მაგრამ დაველოდოთ საბოლოო შეხვედრას, რადგან არ მინდა, წანასწარ გავაკეთო რამე დასკვნები“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები