ზაალ უდუმაშვილი: ჟოზეფ ბორელის მიერ არჩევნების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში გარკვეული უზუსტობა იყო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ჟოზეფ ბორელის მიერ არჩევნების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში გარკვეული უზუსტობა იყო.
„გარკვეული უზუსტობა იყო ამ განცხადებაში, რადგან ასე არ წერია ეუთო-ს დასკვნაში. მიუხედავად ამისა, ბორელის განცხადებაში ასევე იყო ისიც, რომ მოლაპარაკების პროცესში პასუხისმგებლობის ძირითადი წილი ახლა ხელისუფლებაზეა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი მოლაპარაკების საბოლოო შედეგზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ეუთო-მ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად მიიჩნია.