თბილისის მერიამ ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსის, მანანა თოქმაჯიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.

 

როგორც თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს, პარკის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 5 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს.

“ვარკეთილის ხევში მდებარე პარკი დღეს და ახლო მომავალში…

არანაირი ჯადოქრობა, საჭიროა სურვილი, მონდომება და, რასაკვირველია, მატერიალური რესურსი.

ვიცი, ბევრს გაეხარდება  – თბილისის მერიამ ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ აქ ოდესღაც იყო რეკრეაციული სივრცე. ამჟამად ტერიტორია გაპარტახებულია და, ფაქტობრივად, ახალი პარკი უნდა გაშენდეს.

ტერიტორია მოიცავს 3 ჰექტარს. პარკის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 5 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს”, – წერს თოქმაჯიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები