ნახევარი ტონა ცხენის ხორცი და საქონლის ლეში ბათუმში – ავტომანქანის ერთ-ერთი მფლობელი აცხადებს, რომ არ იცის, უვარგისი პროდუქცია მის მანქანაში საიდან მოხვდა

ბათუმის აგრარულ ბაზარში ძროხის ლეში და ნახევარი ტონა ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხორცის განადგურება.

როგორც ,,რეგიონულ კვირას” სეს-ის წარმომადგენელმა განუცხადა, ხორცის რეალიზება დაწყებული არ იყო, შესაბამისად, პროდუქცია დახლებზე არ მოხვედრილა. სპეციალისტებმა ის დალუქეს და მოგვიანებით ”სანდასუფთავების” სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ანადგურებენ.

მაკონტროლებლებმა ხორცი მანქანებში აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მიკროავტობუსის მეპატრონე ამბობს, რომ არ იცის, პროდუქცია ავტომობილში საიდან მოხვდა.

მისი თქმით, ტრანსპორტიდან სიგარეტის საყიდლად გადავიდა, უკან დაბრუნებულს კი მანქანა ღია დახვდა, საიდანაც სურსათის ეროვნული სააგენტო თანამშრომლებს ხორცი გამოჰქონდათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები