თბილისში, სავარაუდოდ შაურმით, 9 ადამიანი, მათ შორის – ბავშვები მოიწამლნენ
თბილისში, სავარაუდოდ შაურმით მოწამლულები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ “კვირას” ბოჭორიშვილის კლინიკაში განუცხადეს.
9 ადამიანი, მათ შორის – მოზარდები თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტში შეძენილი შაურმით მოიწამლნენ.
როგორც ,,კვირას” ბოჭორიშვილის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
,,პაციენტები უკვე გავწერეთ, სერიოზული გართულება არ ყოფილა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,” – აცხადებენ ბოჭორიშვილის კლინიკაში.
არსებული ინფორმაციით, კვების ობიექტს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ამოწმებენ.