დავით სერგეენკო: საქართველო ევროინტეგრაციის კურსს ინარჩუნებს
პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს აქვს კონკრეტული და ამბიციური გეგმა, რომ 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.
მისივე თქმით, სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის მთავარი თემა სწორედ ეს იქნება.
„საქართველო ინარჩუნებს ევროინტეგრაციის კურსს. უფრო მეტიც, საქართველოს აქვს კონკრეტული და ამბიციური გეგმა, რომ 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი გააკეთოს. მთავარი, დომინანტი თემა ეს იქნება”, – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.