მამუკა ხაზარაძე: ბატონმა დანიელსონმა დღეს დაადასტურა, რომ იგი დარჩება საქართველოში, ვიდრე მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ

“მესმის, რომ ნერვების ბრძოლაა, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ აღქმული აქვს, რომ უნდა მოერიოს მეორე მხარეს, მაგრამ ავიწყდება, რომ აქ მოგება-წაგებაზე არ არის საუბარი, საუაბრია ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაზე”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, დანიელსონმა დღევანდელ შეხვედარზე განაცხადა, რომ იგი დარჩება საქართველოში, ვიდრე მხარეები არ შეთანხმდებიან.

„დღევანდელი შეხვედრა ასევე მნიშვნელოვანი იყო, გამოვასწორეთ გუშინდელი ბატონი კობახიძის საკმაოდ უხეში შეცდომა, ბატონმა დანიელსონმა დღეს დაადასტურა, რომ იგი დარჩება საქართველოში, ვიდრე მხარეები არ მიაღწევენ შეთანხმებას. ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი და მე ვფიქრობ, ჩვენ მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, რომ პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ.

ჩვენ ვერაფერს დავთმობთ, რადგან ვიმეორებ, ჩვენ მედიასა და საზოგადოებასთან ძალიან ღია ვართ, არასდროს ბოლო პერიოდის განმავლობაში ორი დღის წესრიგი არ გვქონია, რასაც ვამბობთ თქვენს წინ, ზუსტად იმავეს ვამბობთ შეხვედრის მაგიდასთან. ეს არის პოლიტპატიმრების თემა, რიგგარეშე არჩევნები და უამრავი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ინტიტუციონალურ განვითარებას. ამიტომ აქ დათმობა არ დათმობაზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია, როდის შევთანხმდებით. მე მესმის, რომ ნერვების ბრძოლაა, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ აღქმული აქვს, რომ უნდა მოერიოს მეორე მხარეს, მაგრამ ავიწყდება, რომ აქ მოგება-წაგებაზე არ არის საუბარი, საუაბრია ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაზე. ვფიქრობ, რომ შეთანხმება საბოლოო ჯანში ჩვენი ქვეყნისთვის წარმატება იქნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები