დავით ბაქრაძე: შარლ მიშელის დატოვებულ ექვსივე პუნქტში არის ექვსი ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ვერცერთის იგნორირება ვერ მოხდება

“შარლ მიშელის დატოვებულ ექვსივე პუნქტში არის ექვსი ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ვერცერთის იგნორირება ვერ მოხდება”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს ექვსივე თემაზე, რომელიც დოკუმენტშია.

„ამ მოლაპარაკებაში ბატონი მიშელის დატოვებულ ექვსივე პუნქტში არის ექვსი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვერცერთი თემის იგნორირება ვერ მოხდება და ეს არ იქნება სწორი.

შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს ექვსივე თემაზე, რომელიც დოკუმენტშია, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გამოშვებაზე. ოღონდ ვიმეორებ, თუ მოლაპარაკებაში ხარ პასუხისმგებლიანად, ყოველთვის არსებობს იმის საშუალება, რომ ფორმაზე დათმობის გარეშე მოახერხო და პროცესთან დაკავშირებით მიხვიდე მხარეებისთვის მისაღებ შეთანხმებაზე, ეს პროცესი მიდის ახლა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები