საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთს მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე 25-19 სძლია, რითაც წლევანდელ გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ორი ტურის შედეგად ბორჯღალოსნები სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობენ.
შემდეგ მატჩში, რომელიც 20 მარტს კალინინგრადში გაიმართება, საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება.