ბულგარეთმა AstraZeneca-ს ვაქცინით მოსახლეობის აცრა შეაჩერა

ბულგარეთის პრემიერმა, ბოიკო ბორისოვმა მოსახლეობის AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შეჩერების განკარგულება გასცა, სანამ ევროპის წამლების სააგენტო პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს არ გასცემს პასუხს.

ამის შესახებ Novinite.bg წერს.

ბულგარეთის პრემიერმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ანალოგიური ნაბიჯი რამდენიმე ქვეყანამ გადადგა.

ევროპის წამლების სააგენტოში აცხადებენ, რომ “ასტრაზენეკას” პრეპარატით მოსახლეობის აცრის გაგრძელება შესაძლებელია, ამის პარალელურად კი, ორგანიზაცია დამატებით გამოძიებას ჩაატარებს, თუ რას უკავშირდება დანიაში ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოზის წარმოქმნა.

საკუთარ დასკვნას ასევე ჯანმო-ც დადებს.

ამჟამად, “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის შეჩერების გადაწყვეტილება მიღებულია ავსტრიაში, დანიაში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ლატვიაში, კვიპროსზე, ლიეტუვაში, ლუქსემბურგში, რუმინეთმსა და ესტონეთში. იტალიამ კი პრეპარატის ერთი პარტია კომპანიას უკან დაუბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები