მიხეილ ყაველაშვილი: ადამიანებმა თავისუფალი ნება გამოხატეს, არჩევნებზე მივიდნენ, მათი შეურაცხყოფა იქნება ამ არჩევნების გადახედვა

“ადამიანებმა თავისუფალი ნება გამოხატეს, არჩევნებზე მივიდნენ, მათი შეურაცხყოფა იქნება ამ არჩევნების გადახედვა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის.

„ იმედია, ამ ფორმატში რაღაც პოზიციები შეჯერდება, და იქნებ, ამ ფორმატში მაინც იაზროვნონ სახელმწიფოებრივად და თავის ქვეყანას პოლიტიკური საქმიანობა დაუთმონ. წითელი ხაზები ვინმეს აკვიატება კი არ არის, ეს არის არა „ქართული ოცნებისთვის“ წითელი ხაზები, არამედ თითოეული მოქალაქისთვის განმსაზღვრელი, რადგან როცა არჩევნები ჩატარდა და ადამიანებმა თავისუფალი ნება გამოხატეს, არჩევნებზე მივიდნენ, მათი შეურაცხყოფა იქნება ამ არჩევნების გადახედვა. ვთქვით, დაგვიმტკიცონ, ერთპროცენტიანი გადახრა მაინც თუ იქნება, მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ. ამაზეც წავედით და ამაზეც უარს ამბობენ. წითელი ხაზი ჩვენი აკვიატება არ არის, ეს არის ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის დაცვა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები