საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს პოლიტიკური დიალოგის ჩაშაშლელად.
„ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ მოლაპარაკეკები ჩაშალოს. ჯერ დაიწყეს რაღაც ფაბრიკაციების გამოყენება და თქვეს, რომ არ დასხდებიან იმ მხარესთან, ვინც ამ ფაბრიკაციებში არიან მთავარ გმირებად გამოყვანილნი. ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ თქვეს, თითქოს, ვიღაც „ტვ პირველში“ შეჭრას აპირებს, რაც აბსოლუტური ტყუილია.
ისინი ყველანაირად ცდილობენ , რომ პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ და მოლაპარაკებები ჩაშალონ,“ – განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭორს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება, პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მართავს.