გიგი უგულავა: 6 პუნქტიდან, რომელზეც კრისტიან დენიელსონთან ვაპირებთ საუბარს, ორი არის უმნიშვნელოვანესი – რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება
ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგში უნდა ჩაერთოს, უკვე თბილისშია.
მის ვიზიტს ეხმაურებიან ოპოზიციიდანაც.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, ვადამდელ არჩევნებსა და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე დათმობა არ იგეგმება.
„ცნობილია 6 პუნქტი, რომელზეც ვაპირებთ საუბარს. ჩვენთვის პრინციპული არის ყველა, მაგრამ მათგან ორი არის უმნიშვნელოვანესი – რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დაიწყება ეს რაუნდები და, იმედი მაქვს, ხელშესახები შედეგით დასრულდება”, – აცხადებს წევრი გიგი უგულავა.