კრისტიან დანიელსონი: საქართველოში ველოდები ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველოდები ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

დანიელსონი ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები