ნიკოლოზ სამხარაძე – აუდიოჩანაწერებზე: სხვა ადამიანები რას, როგორ და რატომ აკეთებენ, პასუხს ვერ გაგცემთ, მთავარია, რომ გამოძიება დაიწყო
“ბატონ პრემიერმინისტრს ეს თავად უნდა ჰკითხოთ, სხვა ადამიანები რას, როგორ და რატომ აკეთებენ პასუხს ვერ გაგცემთ”, – ასე პასუხობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტების კითხვას – “რატომ დუმს პრემიერი
ტელეკომპანია “პირველის” ეთერით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული აუდიოჩანაწერების თაობაზე”.
სამხარაძის თქმით, მთავარია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
“ბატონ პრემიერმინისტრს ეს თავად უნდა ჰკითხოთ, სხვა ადამიანები რას, როგორ და რატომ აკეთებენ, პასუხს ვერ გაგცემთ. მთავარია, რომ გამოძიება დაიწყო, რომელმაც უნდა დაადგინოს ეს საკითხი მთლიანად. შემდეგ გამოჩნდება, ვინ რა უნდა თქვას, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს”, – აღნიშნა სამხარაძემ.