ეკატერინე ტიკარაძე: მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ “ფაიზერის” დაჩქარებული მოწოდებაც მოხდეს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მისი დაჩქარებული მოწოდებაც მოხდეს.

მისივე თქმით, საქართველო პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.

„ამ ეტაპისთვის UNICEF – ის მხრიდან მიღწეულ იქნა შეთანხმებას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზის დაჩქარებულ მოწოდებაზე. ვაქცინები გადანაწილდება შესაბამისად იმ არსებული პროტოკოლით, რომელიც კოვიდის ვაქცინაციის საბჭოს მიერ არის შემუშავებული. შემდეგი „ფაიზერის“ ვაქცინაა, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მისი დაჩქარებული მოწოდებაც მოხდეს. მოწოდების ვადები არ გადახედილა, პირიქით, ვმუშაობთ, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს ვაქცინების შემოტანა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები