ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტარები ერთხმად მოუწოდებენ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მათი მთავარი ვალია, ქვეყანაში დაასტაბილურონ სიტუაცია
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ხელისუფლებასადა ოპოზიციას, რომ იმუშაონ ერთად, მათ შორის, პარლამენტშიც.
“ევროპარლამენტარები ყველა ერთხმად მოუწოდებენ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მათი მთავარი ვალია, ქვეყანაში დაასტაბილურონ სიტუაცია, იპოვონ გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანაა შესული, იმუშაონ ერთად, სხვათა შორის, პარლამენტშიც, რომ ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს გაუძლოს და ამ გამოწვევებიდან გამოვიდეს გამარჯვებული”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.