მიხეილ ყაველაშვილი: სირცხვილია, ევროკავშირი აგზავნის წარმომადგენელს, რომ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ
“ძალიან ბევრ შეურაცხყოფას ვითმენთ. კიდევ მეტსაც მოვითმენთ. სირცხვილია, ევროკავშირი აგზავნის წარმომადგენელს ჩვენს შიდა სამზარეულოში, რომ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ყაველაშვილის თქმითვე, ოპოზიციას სპეკულაციებით სურს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება.
“ძალიან ბევრ შეურაცხყოფას ვითმენთ. კიდევ მეტსაც მოვითმენთ იქედან გამომდინარე, რომ სირცხვილია, ევროკავშირი აგზავნის წარმომადგენელს, შიდა ჩვენს სამზარეულოში, რომ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. დასავლური ღირებულებების ერთგულია “ქართული ოცნება” და ეს ფაქტებით არაერთხელ დამტკიცდა. რიგგარეშე არჩვენების დანიშვნას საფუძველი, დამტკიცება სჭირდება. ვერ ამტკიცებენ. სპეკულაციებით უნდათ, ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ და ხალხმა აიძულოს “ქართულ ოცნებას” რიგგარეშე არჩევნები. ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. ამ დიალოგში ევროკავშირის წარმომადგენელი რომ ჩამოვა, იქნებ, იქ მაინც იყვნენ კონსტრუქციულები, რომ როგორმე დავლაგდეთ, დავწყნარდეთ და განვითარებაზე ვიფიქროთ და არა – ამ სკანდალურ ჩანაწერებზე”, – განაცხადა ყაველაშვილმა.