მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში მოძრავი ე.წ. ყველა ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება

მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში მოძრავი ე.წ. ყველა ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება და თბილისში არსებული მიკროავტობუსების პარკი განახლდება.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „თბილისის მიკროავტობუსთან“ მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა.

„თბილისის მიკროავტობუსთან“ მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. კომპანია კაპიტალის მოზიდვას უზრუნველყოფს და, პირველ ყოვლისა, ჩვენ მიერ ნაყიდ 300 ერთეულ მიკროავტობუსს გამოისყიდის. ასევე, დამატებით, 400 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის. ეს ყველაფერი წლის ბოლომდე დასრულდება. უახლოებს დღეებში თბილისის მერია გამოაცხადებს ბაზრის კვლევას და დაიწყებს სატენდერო პროცედურას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები