მექსიკაში ქალების მიერ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა (ფოტო)

A demonstrator throws burning gasoline at a police shield wall that is closing a breach on a barricade protecting the National Palace during a march to commemorate International Women's Day and protest against gender violence, in Mexico City, Monday, March 8, 2021. (AP Photo/Ginnette Riquelme)

მექსიკაში 8 მარტს დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, თუმცა, ფემინისტი ქალების მარში ძალადობის ფონზე გაიმართა.

კერძოდ, შეკრებილებმა ქალების საპოლიციო კორდონს ბენზინი შეასხეს და ცეცხლი მოუკიდეს. ინციდენტის შედეგად დაშავდა პოლიციის 62 თანამშრომელი და 19 სამოქალაქო პირი.

აქცია მეხიკოში რევოლუციის მოედანზე დაიწყო, რომლის მონაწილეებმა დაგეგმეს მარში თანასწორი უფლებებისა და ემანსიპაციისთვის. ქალაქის ხელმძღვანელობამ, ვანდალიზმის ფაქტების არიდების მიზნით, ისტორიული შენობები და ძეგლები შემოღობა.

მარშის საბოლოო წერტილში, საპრეზიდენტო აივანთან, რადიკალებმა შენობის ღობე შემოანგრიეს, სადაც მათ პოლიციის შეუიარაღებელი კორდონი დახვდათ, რომლებსაც ბენზინი შეასხეს და დაწვეს.

ასევე, აქტივისტი ქალები აგრესიულად ეპყრობოდნენ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც, მათი აზრით, ქვეყანაში ქალების შევიწროებას არასწორად აშუქებდნენ. მათ აქციიდან აძევებდნენ და საღებავს ასხამდენ. ერთ-ერთ ოპერატორს თავში ჩაქუჩი და მძიმე ჯაჭვი მოხვდა.

სტატისტიკის მიხედვით, მექსიკაში ყოველდღიურად 10 ქალს კლავენ, აქედან ნახევარზე მეტი ნათესავების ან პარტნიორის მსხვერპლია.

2020 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 1844 ქალია მოკლული, მათგან 73%  – იარაღის გამოყენებით ან გაგუდვით, 30% – საკუთარ სახლში.

ასევე, ამავე პერიოდში დაფიქსირებულია 7866 გაუპატიურების შემთხვევა და 21 ტრეფიკინგის ფაქტი.

ქალების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობების 50% გაუხსნელი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები