მიხეილ ყაველაშვილი: საზოგადოებას ნუ გაახსენებენ, რაც დავიწყებული იყო, ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა

„რა გამოძიება?! სისულელეა. ჩანაწერების ფაბრიკაცია არ წაადგება ჩვენს საზოგადოებას. ეს არის მავნებლური გზა”, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტების კითხვას – უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ტელეკომპანია “პირველის” ეთერით შაბათს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე.

ყაველაშვილის თქმით, მას ყველა ის საზიზღრობა ამოუტივტივდა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ხდებოდა.

„რა გამოძიება?! სისულელეა. რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება? როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი? ჩანაწერების ფაბრიკაცია არ წაადგება ჩვენს საზოგადოებას. ეს არის მავნებლური გზა ერთმანეთის დაპირისპირების.

საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო. ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები