მიხეილ ყაველაშვილი: მიზეზი უნდა არსებობდეს, რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, თუ ეს მიზეზი არ არის, ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
“მიზეზი უნდა არსებობდეს, რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. თუ ეს მიზეზი არ არის, ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა – მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ მზადაა დიალოგისთვის.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. მყარი პოზიციები გვაქვს. კომპრომისული დამოკიდებულება ყოველთვის გვქონდა, მაგრამ არსებობს ზღვარი, საიდანაც ვერაფრით ვერ გადავუხვევთ – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია. მიზეზი უნდა არსებობდეს, რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. თუ ეს მიზეზი არ არის, ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია. ეუთო/ოდირ-ის დასკვნაშიც იყო მითითებული რიგი საკითხები საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში, უკვე ინიცირებულია, რა რეკომენდაციებიც იყო მათ დასკვნაში“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.