“ლეიბორისტების” ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან
ოპოზიციური პარტიების ლიდერები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ის თვლის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს.
“ბუნებრივია, ყველაფერზე ვიმსჯელებთ. მე ვთვლი, რომ ღარიბაშვილი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ უნდა იყოს, ის უნდა ჩაანაცვლოს თალაკვაძემ”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.