რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ და ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებისკენ გამართეს.

სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები