მერკელი: 2021 წლის გაზაფხული შარშანდელისგან განსხვავებული იქნება

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა და აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება გაუჯობესდება, ვიდრე ეს იყო შარშან, ანალოგიურ პერიოდში.

„2021 წლის გაზაფხული წინა წლის გაზაფხულისგან განსხვავებული იქნება. რაც ერთად გამოვიარეთ, მძიმე, მაგრამ ეფექტიანი იყო. შევძელით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებზე ზეწოლა თავიდან აგვეცილებინა“, – განაცხადა მერკელმა.

მერკელის თქმით, შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს ფრთხილად – ისე, რომ ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ არ მოიმატოს.

გერმანიის მთავრობამ კარანტინი 28 მარტამდე გაახანგრძლივა, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები მაინც შემსუბუქდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები