ზაალ უდუმაშვილი: ნიკა მელია როდესაც გათავისუფლდება, ბუნებრივია, ეს აქციებიც არ იქნება
“ნიკა მელია როდესაც გათავისუფლდება, ბუნებრივია, ეს აქციებიც არ იქნება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლება მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.
„მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ხელისუფლება ჯერჯერობით არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვაპროტესტებთ ნიკა მელიას საპყრობილეში ყოფნას და ეს არის სწორედ მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი. ნიკა მელია როდესაც გათავისუფლდება, ბუნებრივია, ეს აქციებიც არ იქნება. აქციები და მოლაპარაკებები ერთმანეთთან არ არის შუაში, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვთქვით უარი სახელმწიფო შენობების პიკეტირებაზე. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ჯერჯერობით, არავის აუკრძალავს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.