გიორგი ხელაშვილი: ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ – ოპოზიციის კონსტრუქციულობა

“როგორც ამბობენ ხოლმე, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ – ოპოზიციის კონსტრუქციულობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს იმაზე, მათ რა უნდათ, უნდათ მუდმივად ამ არაკონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნა, თუ რეალური შედეგის მიღწევა სურთ.

„როგორც ამბობენ ხოლმე, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ  – ოპოზიციის კონსტრუქციულობა.

ნახეთ, პირველივე საათებში, როგორც კი მოლაპარაკება დასრულდა, რა ხდებოდა პარლამენტის გარეთ. ის, რაც პარლამენტის გარეთ ხდებოდა, ნებისმიერი შიდა და გარე დამკვირვებლისთვის ძალიან მსგავსი იყო იმის, რაც ხდებოდა კაპიტოლიუმის გარეთ 6 იანვარს. 4 მარტსაც დაანონსებულია კაპიტოლიუმთან რაღაც არეულობა. შესაბამისად, ეს ტაქტიკა – საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების და მასზე თავდასხმისა მარტო ქართული მოვლენა არ არის. ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს იმაზე, მათ რა უნდათ. უნდათ მათ მუდმივად ამ არაკონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნა თუ რეალური შედეგის მიღწევა სურთ“, – განაცხადა ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები