ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ინვესტორის შესარჩევად უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ინვესტორის შესარჩევად უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს დაიწყებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც ინვესტორის შერჩევის პროცესში დაგვეხმარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.